არსებობს რიგი სირთულე რომელიც აფერხებს 3D-ბეჭვდის მასიურ დანერგვას, და ძირითადი ამ საქმეში არის ბეჭვდის სიძვირე. მაგრამ კომპანია M3D-ს თანამშრომელთა გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხს მოაგვარებენ მათ მიერ შექმნილი საბეჭდი მოწყობილობის The Micro-ს მეშვეობით რომლის ღირებულება იქნება 300 აშშ დოლარი.

პროექტი ჩაშვებულია მიკროინვესტიციის Kickstarter-ის მეშვეობით და სამიათასმა ადამიანმა უკვე მოახერხა მილიონი დოლარის მობილიზაცია, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.
1
The Micro, როგორც აღნიშნავენ შემქმნელები გახდება პირველი 3D-პრინტერი, რომელიც ერთდროულად იქნება ხელმისაწვდომი, იაფი და ვიზუალურად სასიამოვნო. M3D -ის აღმასრული დირექტორის მაიკლ არმანის (Michael Armani) განმარტებით, ამოცნა მდგომარეობს შემდეგში, რომ აღნიშნულ პრინტერთან მუშაობა იყოს ისეთივე მარტივი როგორც, ჩვეულებრივ საბეჭდ პრინტერზე: აირჩიე დეტალი და გააგზავნე საბეჭდად-ადამიანს არ უნდა ადარდებდეს მოცულობითი ბეჭვდის პროცესი, ერთადერთი რაც მომხმარებელს დარჩება, დაელოდოს დეტალის დამზადება, ფინჯანის დამზადებას დაახლოებით ერთი საათი დაჭირდება.

დღესდღეობით 3D-პრინტერი თავისთავად საინტერესოა, მისგან რეალური სარგებლის არქონის შემთხვევაშიც კი, კონკრეტული მფლობელისთვის. ამიტომ M3D გუნდი ცდილობს შექმნას სრულფასოვანი 3D-პრინტერი ისეთი ფასით, რომ მომხმარებლებმა გაბედონ შეიძინონ ეს საინტერესო მოწყობილობა, დიდი თანხის დახარჯვის გარეშე და დაუშვათ მისი შეძენა შეიძლებოდეს საჩუქრად. დაბალი ფასის შესანარჩუნებლად The Micro-სთვის შერჩეულ იქნა მცირე ზომა, რაც ასახულია დასახელებაში. გრძივი ზომის ორჯერ შემცირებით მიიღწევა რვამაგი შემცირება მასალის, მოცულობის და ტრანსპორტირების.
3
კომპანია ასევე მუშაობს პრინტერის შენახვის ხარჯების შემცირებაზე, ენერგომოხმარების ოპტიმიზაციის ხარჯზე. The Micro უკვე გამოირჩევა სხვა 3D პრინტერებისგან ეფექტურობით. ოპტიმიზირდება ცალკეული კომპონენტები, მიღწეულია ენერგო მოხმარების შემცირება, შედეგად გამოიყენება უფრო იაფი კვების ბლოკი, შემცირებულია ელექტროგაყვანილობა და დაცვის სისტემები, აღნიშნული მოწყობილობა ასევე გამოირჩევა ჩუმი მუშაობით.
4
ვიზუალურად The Micro მარტივი, დასრულებული და მიმზიდველი საოჯახო ნივთია, რომელიც შესაძლებელია მარტივად განთავსდეს მაგიდაზე კომპიუტერის გვერდით. ამასთან შემქმნელების ჩანაფიქრით პრინტერი, ქმნის უფრო მხიარული სათამაშოს სახეს ვიდრე რთული სამრეწცველო მოწყობილობის. წარმოდგენილი იქნება ხუთი სხვადასხვა ფერის გამა: ნარინჯისფერი, სალათისფერი, ცისფერი, შავი და ვერცხლისფერი.
5
ბეჭვდა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფერით, ამისათვის საჭირო იქნება უნივერსალური კოჭის შეცვლა გასაკუთრებული 1,75-მმ-იანი ელასტიური ძაფით, რომელიც გადნობისას წარმოადგენს მასალას მოცულობითი ბეჭვდისთვის. გამოყენებული მასალა შედგება ნეილონისაგან, დარტყმაგამძლე ფისი არკილონიტრიბუტადიენსტიროლი, ბიოგახრწნადი და ბიოთავსებადი პოლილაქტიდი და სხვა. კოჭა თავსდება საბეჭდი პლატფორმის ქვეშ.
6
The Micro წარმოადგენს კუბს, წახნაგის სიგრძით 185 მმ და მასით დაახლოებით კილოგრამს. USB -ის მეშვეობით უერთდება მოწყობილობებს Windows, Mac, Linux. ბეჭვდის ხარისხი შემდეგი პარამეტრებისაა: გადახრის სიზუსტე 15 მიკრონი და ფენის სისქე 50-დან 350 მიკრონამდე. The Micro-ზე ამობეჭდილი ობიექტის ზომა შეადგენს 116×109×113 მმ-ს M3D-ს გააჩნია თავისის მარტივი პროგრამული უზრუნველყოფა.
7
საიმედოობის და მცირე წონის მისაწევას ღერძები, რომელზეც მაგრდება საბეჭდი თავი მზადდება ნახშირბოჭკოსაგან. გათბობის კამერა კერამიკისგან, რაც აჩქარებს დნობის პროცესს, ამაღლებს ენერგოეფექტურობას, საიმედოობას და უსაფრთხოებას. შესაცვლელი თავების მეშვეობით შესაძლებელია ექსპერიმენირება ბეჭვდის პროცესში.
8
სრულფუნქციური პრინტერის The Micro-ს პირველი პარტია მზად აგვისტოში იქნება, ხოლო მისი მასიური წარმოება, დაიწყება 2015 წლის თებერვალში. მაიკლ არმანი იმედოვნებს, რომ მათ მიერ შექმნილი 3D-პრინტერი იქნება ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი მოწყობილობა დღეს არსებულ მოწყობილობებს შორის. ის ასევე იმედოვნებს რომ პროდიქტი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საბაზრო სივრცეში.
9
წინა წელს Kickstarter-ის მიერ დაფინანსდა ანალოგიურად შექმნილი, უფრო ძვირი და დიდი გაბარიტების მქონე 3D-პრინტერი Gigabot. ხოლო ამსტერდამში დაიწყო სახლის მშენებლობა 3D-პრინტერზე ამობეჭდილი ბლოკებით , რომელიც მზადდება The Micro მსგავს პრინტერზე.

მოამზადა ნოდარ კაველიძემ