მძღოლებისთვის საკმაოდ ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც პარკირების შემდეგ უწევთ საოცარი მოქნილობის გამოჩენა, რომ პარკირებული მანქანიდან გამოსვლა შეძლონ. ავტომობილის ზომა სულ იცვლება, გასული 20 წლის განმავლობაში,მანქანების საშუალო სიგანე გაიზარდა 16%-ით, ხოლო საპარკინგე ადგილები იგივე რჩება, რაც ათწლეულების წინ. რის შედეგადაც ავტომობილს უჩნდება სხვადასხვა დაზიანება მაგ.ნაკაწრი.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნა!

ford-vypustit-avtomobili-sposobnye-parkovatsya-samostoyatelno_43990_0

მსოფლიოს საავტომობილო კომპანიებმა ერთმანეთის პარალელურად დაიწყეს თვითპარკირების სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლო იქნება ავტომობილის ავტოპარკირება. ამ პროექტზე სამუშაოდ გაერთიანდნენ ისეტი კომპანიები, როგორებიცაა Tesla, Google და Volvo.
ამ პროექტზე მუშაობს ასევე FORD Bosch.
BMW-მაც შექმნა ანალოგიური სისტემა, მაგრამ მხოლოდ ის მაშინ მუშაობს თუ მძღოლი ავტომობილს არ ტოვებს.
ეს ყოველივე შეიძლება განხორციელდეს ჩვენი ავტომობილის ბრელოკის ღილაკის მეშვეობით.
თქვენ აჩერებთ ავტომობილს საპარკინგო ადგილთან, გადმოდიხართ მანქანიდან აჭერთ ღილაკს, სისტემის გასააქტურებლად და მანქანა იღებს მართვას საკუთარ თავზე. იყენებს მონაცემებს, რომელსაც აწვდის თანამედროვე მოძრაობის სენსორები. ამ ყველაფერს ათიოდე წამი სჭირდება და მანქანა პარკირდება სასურველ ადგილას.

ფორდის პროდუქტების განვითარების ევროპული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა Barb Samardzic-მა ინტერვიუში თქვა, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველდღიურად გაუადვილებს ცხოვრებას მძღოლებს „ეს სისტემა დაეხმარება სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს. იქნება ეს მშობელი ბავშვის სავარძელითურთ, მოხუცებული ადამიანი თუ შეზღუდული შესაძელებლობების მქონე პირი“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სისტემის გამოყენება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ შეიცვლება ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მძღოლს არ აქვს უფლება დატოვოს ავტომობილი თუ ძრავა ჩართულია.

არსებობს ინფორმაცია რომ ერთ-ორ წელიწადში ამ ტექნოლოგიის მქონე მანქანების ფართო წარმოებაში ჩაშვება მოხდება.

გამოყენებული მასალა:

http://www.slate.com/blogs/future_tense/2013/10/10/self_parking_car_ford_video_shows_fully_assisted_parking_aid_prototype.html

http://fedpost.ru/sobytiya/43990-ford-vypustit-avtomobili-kotorye-budut-parkovatsya.html

http://auto.vesti.ua/articles/8922-cherez-5-7-let-avtomobili-budut-pitatsja-ot-rozetki-i-samostojatelno-parkovatsja