10 რამ, რაც უნდა გააკეთო უბუნტუ 14.04-ის ინსტალაციის შემდეგ

2014 წლის 17 აპრილს უბუნტუ 14.04 გამოვიდა. შესაძლოა, გადმოწერე და დააინსტალე კიდეც, მაგრამ არ იცი რა ქნა შემდეგ… დახმარებისთვის გთავაზობ ათსაფეხურიან სიას.

1. ნახე, რა არის ახალი

უბუნტუმ დაამატა ახალი ფუნქციები, განაახლა დიზაინი და აპლიკაციები, თუმცა, ყველა ცვლილება არ არის მკაფიო და შეიძლება გამოგრჩეს. მოცემულ ვიდეოში გაერთიანებულია უბუნტუს რამდენიმე სიახლე.

2. აპლიკაციების ლოკალური მენიუ

 

lim
წინა ვერსიებში აპლიკაციებს არ ჰქონდა ლოკალური მენიუ. ის განთავსებული იყო სტატუსის ზოლში. უბუნტუ 14.04-ში კი შეგიძლია დაამატო აპლიკაციების ლოკალური მენიუ. ამისათვის მიჰყევი ინსტრუქციას:

  • გახსენი System Settings > Appearance.
  • აირჩიე ‘Behaviour’.
  • აირჩიე სექცია სახელით ‘Show Menus for a Window’.
  • შეამოწმე ყუთი მის გვერდით in the window’s title bar’.

ცვლილებები განხორციელებულია. საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად დააჭირე ღილაკს ‘Restore Default Behaviour

3. დააყენე დრაივერები და მედიაკოდეკები

drivers
თუ აპირებ, ითამაშო უახლესი თამაშები ან უყურო HD ვიდეოებს, უნდა დააყენო ლინუქსის უახლესი დრაივერები.
ამისათვის გამოიძახე Software & Updates და დააჭირე ‘Additional Drivers’-ს. მიჰყევი ინსტრუქციას და გააქტიურე შენი სისტემისთვის ხელმისაწვდომი დრაივერები.

ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, არ შეიძლება კოდეკების წინასწარ დაყენება. იმისთვის, რომ გაუშვა მუსიკა და ვიდეო, დააყენე კოდეკები Ubuntu software center-დან
https://apps.ubuntu.com/cat/applications/ubuntu-restricted-extras/

4. გახდი სოციალური

 

onlinw

Facebook, Twitter, Google Talk, Gmail… ალბათ იყენებ ამათაც და სხვებსაც. უბუნტუ 14.04-ის Online Accounts ჰაბის დახმარებით შეგიძლია ისინი ერთ ჯგუფად შეკრა.

გახსენი System Settings აპლიკაცია და გამოიძახე ‘Online Accounts’. შემდეგ – ‘add network’, აირჩიე სერვისი სიიდან და გაიარე ავტორიზაცია. თავად გადაწყვიტე, შენი აპლიკაციებიდან რომლებმა გამოიყენოს ეს სერვისი. მაგალითად, შენ შეგიძლია აუკრძალო Empathy-ს გამოიყენოს Facebook-ის ჩეტი, მაგრამ Shotwell-მა შეძლოს ფოტოების ატვირთვა.

5. სცადე ვებაბლიკაციები

 

gmails

ბევრ პოპულარულ საიტს შეუძლია ინტეგრირება იუნითის სამუშაო მაგიდაზე. Facebook-ს, Twitter-ს, Gmail-ს და სხვა აპლიკაციებს აქვთ საშუალება გამოაჩინონ სამაგიდო შეტყობინებები. ეს ფუნქცია უბუნტუს წინა ვერსიებსაც ჰქონდა, მაგრამ წინა ვერსიებისგან განსხვავებით უბუნტუ 14.04 სამაგიდო შეტყობინებებს ხსნის უბუნტუს ახალ ვებ-ბრაუზერში და არა Firefox-ში.

6. გამოიკვლიე ნაგულისხმევს მიღმა

 

ubuntu-software-center
უბუნტუ გვაწვიდის საკუთარ ვერსიებს, თუ რომელი ბრაუზერი გამოვიყენოთ (Mozilla Firefox), რომელი ფლეერით მოვუსმინოთ მუსიკას (Rhythmbox), რომელი მესენჯერით ვეკონტაქტოთ მეგობრებს (Empathy Instant Messenger).
თუ ეს აპლიკაციები არ არის შენი ფავორიტი, უბუნტუს Software Centre საშუალებას გაძლევს აირჩიო სხვა აპლიაკაცია:

  • VLC – Versatile media player
  • Steam – Game distribution platform
  • Dropbox – Popular, cross-platform cloud storage service
  • GIMP – Advanced image editor
  • Chromium – open-source version of Google Chrome

შეიძლება ბევრი ისეთი აპლიკაცია ნახო, რომლის სახელიც კი არ გაგიგია.
სკაიპს ეძებ? მას ვერ დააყენებ Ubuntu Software Centre-დან, მაგრამ შეგიძლია სხვაგვარად http://www.skype.com/en/download-skype/skype-for-linux/

7. დაიცავი შენი უსაფრთხოება

 

proivcay

უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის სექციაში, სისტემის პარამეტრებში შეგიძლია შეზღუდო ინფორმაცია, რომელიც გამოჩნდება სტარტ-მენიუში ან გაეგზავნება Canonical-ს და თავის პარტნიორებს, მათ შორის:

  • აირჩიე, რომელი აპლიკაციები და ფაილები იყოს მოძებვნადი სტარტ-მენიუდან.
  • დააყენე პაროლის მოთხოვნა გაღვიძებისას.
  • შეზღუდე Canonical-ისთვის შეცდომების გაგზავნა.
  • გამორთე ყველა ონლაინ-ფუნქცია სტარტში.

8. გახადე მთლიანად შენი

 

app

შეგიძლია შეცვალო დიზაინი შენი გემოვნებით. მარჯვენა ღილაკის გამოძახებით გადახვალ Appearance პარამეტრებში. აქედან კი შეძლებ:

  • შეცვალო ფონი.
  • შეცვალო თემა.
  • განსაზღვრო ლანჩერის ზომა და ქცევა.
  • გააქტიურო სამუშაო სივრცე და აიკონები.

უფრო მეტი ფუნქციისთვის კი შეგიძლია Ubuntu Software Centre-დან დააყენო Unity Tweak Tool

9. გაასუფთავე სტარტი ნაგვისგან

 

dash

Smart Scopes ჩართვა-გამორთვა, უბუნტუს წინა ვერსიებისგან განსხვავებით, ახლა უკვე ერთი დაჭერით არის შესაძლებელი. ამასთან, შეგიძლია აარჩიო კონკრეტული მათგანი. მაგალითად, amazon, eBay და ა.შ.

10 . მიეცი დრო

 

ubuntu-mens1

თუ ახალია უბუნტუ შენთვის, ან არ გამოგიყენებია დიდი ხნის განმავლობაში, მიეცი შანსი; გამოიყენე ის ცოტა ხნით, სანამ გადახვალ Cinnamon-ზე ან GNOME Shell-ზე.

წყარო: OMG Ubuntu

1 Readers Commented

Join discussion
  1. Pingback: 10 რამ, რაც უნდა გააკეთო უბუნტუ 14.04-ის ინსტალაციის შემდეგ | ght.ge 30 Apr, 2014

    […] დიხამინჯია | on April 28, 2014 | 0 comments | in საინფ. ტექნოლოგიები | Like […]

HAVE SOMETHING TO SAY?