ტექნოლოგიებმა შეცვალეს ადამიანის ფიზიოლოგია -ვფიქრობთ, ვგრძნობთ და სიზმრებსაც სხვანაირად ვხედავთ. ტექნოლოგიები ზემოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებაზე და ძილის ციკლზე. ეს ყველაფერი უკავშირდება მეცნიერულ მოვლენას – ნეიროპლასტიკურობას, ანუ ტვინის უნარს, შეცვალოს ჩვეულებრივი ქცევა ახალი გამოცდილების მიხედვით. ამ შემთხვევაში მოქმედებს ინტერაქტიული ტექნოლოგიები და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის დიდი მოცულობა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დადებითად ზემოქმედებს ჩვენზე, აორგანიზებს ჩვენს ცხოვრებას და ათავისუფლებს ტვინს რუტინული პროცესებისგან. სხვები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიები ადუნებს ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას, გვაკარგვინებს მოთმინებას და გვართმევს შემოქმედებითობას. ყოველი ახალი კვლევა აღნიშნულ საკითხზე იწვევს მწვავე დისკუსიებს, მაგრამ გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ჩვენს ტვინზე.

1. ფერადი სიზმრები

6130499_orig

ტელევიზია იმდენად მოქმდებს ადამიანზე, რომ აისახება მის სიზმრებშიც. დანიის და შოტლანდიის უნივერსიტეტების 2008 წლის გამოკვლევის შედეგად, 55-წელს ზევით ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ შავ-თეთრი კინოს ეპოქაში, უფრო ხშირად ხედავენ შავ-თეთრ სიზმრებს. უფრო ახალგაზრდები კი, ტექნიქოლორის ეპოქის შვილები, ფერად სიზმრებს ხედავენ. აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციამ აღნიშნული გამოკვლევის შედეგები 2011 წელს დაამოწმა.

2. FOMO ეფექტი

il_fullxfull.307021065

რაღაცის გამოტოვების შიში, ანუ FOMO (Fear Of Missing Out), New York Times-ის მიხედვით, არის “პანიკის, არაადეკვატურობისა და გაღიზიანების ნაზავი, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს სოციალური მედიის დათვალიერებისას”.

Facebook-ისა და Instagram-ის გამოჩენამდე, ადამიანები მშვიდ საღამოებს ატარებდნენ ძველი საყვარელი ფილმების ყურებაში, ღვინის ჭიქით ხელში და განიცდიდნენ მცირეოდენ სინანულს, რომ არსად გაისეირნეს და რაღაც საინტერესო გამორჩათ. სოციალური ქსელების წყალობით კი ეს გრძნობა საგრძნობლად გაიზარდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საღამოები და გართობის სხვადასხვა ფორმა თქვენთვის სრულიად უინტერესოა, თქვენ მაინც დაფიქრდებით, “უკეთესი ხომ არ იქნებოდა, სხვა რამით გამერთო თავი”. აი, ეს არის FOMO-ეფექტი.

დამოწმებულია, რომ Instagram-სა და Pinterest-ზე ნანახი ფოტოების შემდეგ საკვები ზოგჯერ უფრო უგემური გეჩვენებათ.

3. “ცრუ ვიბრაციის სინდრომი”

original

მობილური ტელეფონების მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოვირჩევით. იმდენად, რომ ხშირად გვეჩვენება, რომ გვირეკავენ. 2012 წლის კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Computers and Human Behavior, აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე 290 სტუდენტის 89% კვირაში ერთხელ განიცდიდა “ცრუ ვიბრაციის სინდრომს” (შეგრძნება, რომ მათი ტელეფონი ვიბრირებს, მაშინაც კი, როცა ეს ასე არ არის). საავადმყოფოების თანამშრომელბის გამოკითხვამაც იგივე შედეგი აჩვენა
ფსიქოლოგი-მკვლევარი ლარი როუზენი NPR-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ფიზიკური შეგრძნებები, მაგალითად, ქავილი, ახლა შეიძლება ჩვენი ტვინის მიერ აღქმული იქნეს, როგორც ტელეფონის ვიბროზარი. “ჩვენი ტვინი თავიდან სწავლობს და სხვანაირად რეაგირებს იმავე შეგრძნებებზე, რომლებიც ადრე ჰქონდა” – ამბობს მკვლევარი. მართალია, “ცრუ ვიბრაციის სინდრომი” არ იწვევს არანაირ სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ მაინც ითვლება გამაღიზიანებლად და უცნაურად.

4. უძილობა

20110926101523

ჩენ ტექნოფილები ვართ, მივეჩვიეთ დაძინებას ნოუთბუქზე საყვარელი სერიალის ან შემეცნებითი გადაცემის ყურებისას. ზოგიერთი პლანშეტზე ან ელწიგნზე საინტერესო წიგნის კითხვისას ან რომელიმე მენსიჯერზე ჭორაობისას იძინებს. სწორედ ეს ხდება ჩვენი სიზმრების პირველი, ასე ვთქვათ, საწყისი რგოლი.

ნევროლოგები ვარაუდობენ, რომ ნოუთბუქების, პლანშეტების და სხვა მობილური მოწყობილობების ეკრანის განათება ხელს უშლის ჩვენს ორგანიზმში ძილისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავებას. კაშკაშა შუქს შეუძლია მოატყუოს ადამიანის ტვინი და აფიქრებინოს, რომ ჯერ კიდევ დღეა, რაც არღვევს ძილის რითმს. ჩვენი თვალები განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ცისფერის მიმართ, რომელსაც ეკრანი ასხივებს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დაძინებას, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უკვე აწუხებს უძილობა.

5. უარესდება ჩვენი მეხსიერება

Magnesium-L-threonate-may-boost-memory-ease-anxiety-animal-data_strict_xxl

ძველ დროში რამის დაზეპირება ძალიან ძვირფასი უნარი იყო, ხოლო დღეს, Googe-ის ეპოქაში, როცა ნებისმიერი ინფორმაცია ერთ წამში გახდეს ხელმისაწვდომი, საერთოდ აღარ ვცდილობთ, დავიმახსოვროთ მიღებული ინფორმაცია. რატომ უნდა დავიმახსოვროთ მოზამბიკის დედაქალაქი, როცა ის შეიძლება ვკითხოთ Google Now-ს?
2007 წელს სწავლულმა-ნევროლოგმა გამოკითხა 3000 ადამიანი და აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდა რესპონდენტებს ნაკლებად აინტერესებდათ, დაემახსოვრებინათ პირადი ინფორმაცია, მაგ. ნათესავების დაბადების დღეეები ან თუნდაც თავიანთი პირადი ტელეფონის ნომერი. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ მშობლიურ ქალაქში GPS-ის გარეშე გადაადგილება.

სოციალური მედია და ინტერნეტი საერთო ჯამში აქვეითებენ ჩვენი ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ციფრულ მედიაში ჩაფლულ ადამიანებს უჭირთ წიგნების კითხვა დიდხანს და სტატიებსაც თვალს მხოლოდ ზერელედ გადაავლებენ ხოლმე მათი სრულად წაკითხვის ნაცვლად. ეს მოვლენა ყველაზე საგანგაშოა ახალგაზრდებისათვის, რომელთა ტვინიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და შეიძლება ვერ განივითაროს კონცენტრაციის უნარი.

6. უმჯობესდება ჩვენი ვიზუალური უნარები

VideoGamers_061213-617x416

2013 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაგალითად Halo და Unreal Tournament აძლიერებს გადაწყვეტილების მიღებისა და ვიზუალურ უნარებს. ეს თამაშები გეიმერებს აიძულებს, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები ვიზუალურ სიგნალებზე დაყრდნობით, რაც ამაღლებს ყურადღების სივრცით-ვიზუალურ უნარს. გეიმერები ასევე უკეთ არჩევენ ობიექტებს ცუდი განათების პირობებში. კომპლექსური სტრატეგიები, როგორიციაა Starcraft, აუმჯობესებს ტვინის “კოგნიტურ მოქნილობას”, გადერთონ ამოცანებს შორის, რითაც ამაღლებენ ადამინის ისედაც სადაო მრავალამოცანიანობის უნარს.

7. შემცირდა კონტროლი იმპულსურობაზე

სამწუხაროდ, იმავე გამოკვლევამ აჩვენა, რომ შუთერები იწვევენ პრობლემებს იმპულსური და აგრესიული საქციელით. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოთამაშეების იძულება, მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები, იწვევს “აქტიური შემსრულებელი კონტროლის”  და სხვა მრავალი იმპულსის შესუსტებას. ამან მკვლევრებს მისცა იმის მტკიცების საშუალება, რომ აღნიშნული მოთამაშეები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დაუყოვნებლივი აგრესიისა და მტრული განწყობისკენ რეალურ ცხოვრებაში.

8. ჩვენ უფრო მეტს ვქმნით

creativity

ტექნოლოგიები ეხმარება შემოქმედ ადამიანებს. ავტორი კლეი შირკეი ამტკიცებს, რომ ინტერნეტი აძლიერებს “კოგინიტიურ დანამატს” – ტვინის ზედმეტ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად, რომელიც მოგვიტანს კმაყოფილების გრძნობას. სოციალური მედია, შირკეის სიტყვებით, მომხმარებელს აწვდის ტექსტს, გამოსახულებას და ვიდეოს იმ სახით, როგორც ტელევიზია. სოციალური ქსელები ხელს უწყობენ კულტურას გავრცელებაში, მომხმარებლებს კი უბიძგებს შემოქმედებისკენ და ინფორმაციის ერთობლივი მოხმარებისკენ.

“როგორც კი შევწყვეტთ ფიქრს ამ დროზე თავისუფალი დროის მოკვლის კონტექსტში და დავიწყებთ ფიქრს ამაზე, როგორც ერთგვარ სოციალურ აქტივზე, მაშინ მსგავსი აქტივის დაგროვება პლანეტის განათლებული მოსახლეობაზე შესაძლოა იყოს ტრილიონი ადამიანი – საათი წელიწადში”, – წერს შირკეი.