ჩვენი დროის ტონი სტარკი

მას ჯერ არ აქვს რკინის კაცის კოსტიუმი… ჯერ… თუმცა რთულია, მასა და ტონი სტარკს შორის მსგავსება არ დაინახო. გამომგონებელმა, რომელმაც თავისი პირველი პროგრამა 12 წლის ასაკში 500$-ად გაყიდა, 32 წლის ასაკში PayPal-ის Ebay-სთვის მიყიდვიდან 180 მილიონი დოლარი მიიღო. მას თავისუფლად შეეძლო ამ თანხით უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ ეს საინტერესო არ იქნებოდა არც მისთვის და არც ჩვენთვის. 2002 წელს მან წამოიწყო კერძო კომპანია, რომელიც მიმართულია კოსმოსური მოგზაურობისკენ – SpaceX. ერთი წლის შემდეგ კი შეიქმნა Tesla Motors, სტარტაპი, რომელიც მიზნად ისახავს აწარმოოს სრულიად ელექტრონული ავტომობილები, ის რაც ბევრმა ავტომწარმოებელმა სცადა და არ გამოუვიდა. თავდაპირველი შეფასებებით, ორივე პროექტი განწირული იყო მარცხისთვის, ხოლო როდესაც ილონმა გააჟღერა ამბიცია, რომ სურდა მარსის კოლონიზაცია, თავყვანისმცემლებიც კი დაეჭვდნენ მასკის ამბიციების აზრიანობაში. მალე ორივე კომპანია წააწყდა პრობლემებს და ყველას ეგონა, რომ ექსცენტრიული გენიოსი გაკოტრდებოდა. 2008 წელს SpaceX-ს რაკეტის გაშვების 3 უშედეგო მცდელობა ჰქონდა, ტესლას საუკეთესო როუდსტერს სერიოზული პრობლემები შეექმნა. მასკმა პირადად მოუხადა ბოდიში განრისხებულ მყიდველებს ვიდეომიმართვაში, სადაც ჩანდა, რომ მორალურად ის აბსოლუტურად განადგურებული იყო. ამას მოჰყვა განშორება პირველ ცოლთან. ამ პირობებში ყველა შეეცდებოდა დაეცვა ის 75 მილიონი დოლარი, რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა დარჩენილი. ამის ნაცვლად მან სრულად ჩადო ეს თანხა თავის ბიზნესებში.

2014 წელს ილონ მასკის ქონება, ფორბსის შეფასებით, 8.4 მილიარდ დოლარს  (4-ჯერ მეტი, ვიდრე 2013 წლის მარტში ჰქონდა) შეადგენდა. მას აქვს 2-მილიარდიანი კომპანია და ორივე მათგანი სულ მალე შეცვლის სამყაროს. ტესლა მოტორსის პირველი ელექტრონული ოჯახური ავტომობილი, მოდელი S, ამერიკის ქუჩებში ეროვნული საგზაო ადმინისტრაციის მიერ მინიჭებული რეკორდულად მაღალი უსაფრთხოების რეიტინგით გავიდა და უკვე მოიგო რამდენიმე ჯილდო. SpaceX-ს კი NASA დაუკავშირდა, რათა მათი დახმარებით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მგზავრობა უზრუნველყონ. რაც მთავარია, მასკმა შეამცირა სკს-მდე მისაღწევად საჭირო თანხა 90%-ზე მეტით შეამცირა. ერთი მისია ნასას 1 მილიარდი უჯდებოდა, ილონ მასკი კი ამას 60 მილიონად შეძლებს.

408362_800wcამაზე არც ტონი სტარკი გაჩერდებოდა, არც ილონი გაჩერდა და გამოიგონა HyperLoop-ის სატრანზიტო სისტემა, რომლის საშუალებითაც ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე მგზავრობას დაახლოებით 35 წუთი დაჭირდება (ფრენა დაახლოებით 4 საათს გრძელდება).

ჰოლივუდური ჭორები ამტკიცებს, რომ ტონი სტარკის პერსონაჟის მოდელი სწორედ ილონ მასკი იყო. ეს ჭორები SpaceXის ერთ-ერთ მიღებაზე ”რკინის კაცის” და ”რკინის კაცი 2-ის” რეჟისორმა, ჯონ ფავრომ დაადასტურა:

„გვქონდა იდეა, შეგვექმნა კაცი, რომელსაც შეეძლო ყველაფერი რეალობად ექცია. და ეს კაცი ილონია, ამიტომ მოვედით მის სანახავად. ის ამბობს, რომ  ინჟინერიაა ყველაზე ახლოს მაგიასთან და მას ამის სჯერა“, – ამბობს ფავრო.

ფავრომ ასევე გაამჟღავნა, რომ „რკინის კაცი 2“-ის რამდენიმე სცენა SpaceX-ში გადაიღეს (ალბათ არ შეგიმჩნევიათ, რომ მასკი ფილმში საკუთარ თავს ასახიერებს).


მასკმა თავისი მსგავსება სტარკთან არ იკმარა და კომპიუტერიც სტარკის 3D ჰოლოგრამულს მიამსგავსა. უახლესი სენსორული მოწყობილობების, ოკულუს რიფტის და რამდენიმე პროექტორის გამოყენებით, შექმნა სისტემა, რომელშიც დიზაინერს შეუძლია სამგანზომილებიან ვირტუალურ სივრცეში ნივთის ხელებით მანიპულირება.

მიუხედავად ეფექტურობისა, მასკი აღიარებს, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ კარგი გასართობია, მაგრამ დარწმუებულია, რომ ის დიდი გარღვევის ზღვარზეა წარმოების დიზაინში.

ასეა თუ ისე,  თუ ის თავისი გეგმების ნახევარს მაინც შეასრულებს, მსოფლიოზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე ნებისმიერი მოქმედი პოლიტიკოსი.

1 Readers Commented

Join discussion
  1. საინტერესოა..

HAVE SOMETHING TO SAY?