მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, შვეიცარული კომპანია Solar Impulse-ის საოცარი ქმნილებაა. მისი ავტორი ცნობილი გამომგონებელი, ბერტრან პიკარია. თვითმფრინავი, რომელიც 80 მლნ ევრო დაჯდა, დაფინანსებულია კერძო კომპანიებისა და კერძო პირების მიერ. მისი აღწერილობა და შესაძლებლობები ასეთია:
თვითმფრინავისთვის მაქსიმალური სიმაღლე – 8500 მ;
ტვირთის მაქსიმალური წონა – 1600 კგ;
მაქსიმალური სიჩქარე – 70 კმ/სთ;
მინიმალური სიჩქარე – 35 კმ/სთ;
ფრთების ფართობი – 200 მ²;
თვითმფრინავის სიგრძე –  21.85 მ;
თვითმფრინავის სიმაღლე – 6.40 მ.

თვითმფრინავი დღისით მზის სხივებით იტენება, ამ ენერგიას კი ღამით ხარჯავს. მისი ფრთები და სტაბილიზატორი დაფარულია თითქმის 12 000 ფოტოელემენტით, რომლებიც არა მარტო თვითმფრინავის 63,4 მ. სირძის ფრთაზეა განთავსებული, არამედ მის სხვა კონსტრუქციებზეც. ისინი გამოიმუშავებენ საკმარის ენერგიას 4 ელექტროძრავისთვის და 40 კილოგრამიანი ლითიუმის ბატარეის დასატენად (ღამის ფრენებისთვის).

2009 წელის 26 ივნისს შედგა თვითმფრინავის პრეზენტაცია, 3 დეკემბერს კი მისი გამოცდა სამხედრო საჰაერო ბაზაზე მოეწყო.  პირველი პილოტი გახლდათ 51 წლის მფრინავი – Bertrand Piccard. “ჩვენ გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, თუ რა კარგად მუშაობს ინოვაციური, სუფთა ტექნოლოგიები ენერგიის ბუნებრივ, ალტერნატიულ წყაროებზე, რაც არცთუ ისე შორეული მომავლის პერსპექტივაა”, – განაცხადა მან.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამ თვითმფრინავმა გადაუფრინა ამერიკას. მან სტარტი აიღო 2013 წლის 3 მაისს და 2013 წლის 6 მაისს დაეშვა ნიუ-იორკის აეროპორტში. ამ რეისს არც ერთი წვეთი ბენზინი არ დასჭირვებია. შემდეგი რეისი, ახლა უკვე დედამიწის გარშემო, დაგეგმილია 2015 წელს.

 

გამოყენებული წყაროები:

http://en.wikipedia.org/wiki/Solar_Impulse

https://www.facebook.com/solarimpulse

www.youtube.com