Yahoo-ს YouTube-ს “მკვლელის” შექმნა სურს

Wall Street Journal -ის ინფორმაციით, ამერიკული ინტერნეტ-კომპანია Yahoo ვიდეოკონტენტის ქსელის, News Distribution Network-ის (NDN), 300 მილიონ დოლარად შესყიდვის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ქსელი ვიდეოპროვაიდერებს საშუალებას მისცემს, განათავსონ მასალა სხვადასხვა საიტზე და მიიღონ მოგება ამ ვიდეოებში რეკლამების განთავსებით. ქსელში NDN თვეში 800 პროვაიდერი 100 ათასამდე ვიდეოკლიპს აქვეყნებს, რომლებიც ვრცელდება 4,5 ათასამდე ინტერნეტ გვერდზე. თვის განმავლობაში ქსელში დაახლოებით 146 მილიონი ”ნახვა” ფიქსირდება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Yahoo ვიდეოჰოსთინგის ბაზარზე გეგმავს გამოსვლას, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც ცნობილია, Yahoo ს წარმომადგენლები YouTube-ის კონტენტის წამყვან პროვაიდერებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ახალი ქსელი მონეტიზაციის ახალ, უფრო მომგებიან მოდელს შესთავაზებს მომხმარებლებს, რის შედეგადაც ისინი, ვინც არც ისე კმაყოფილია YouTube-დან მიღებული მოგებით, ახალი ქსელით აუცილებლად დაინტერესდებიან.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?