სმარტფონი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ინტიმური ნივთია ჩვენს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენს უმრავლესობას ცოტა რამის თქმა თუ შეუძლია, თუ როგორ მზადდება ეს მოწყობილობა, რა ფუნქციები აქვს ან როგორ გამოიყურება. 5 მილიარდ ადამიანს არ აქვს ის. რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს გონივრული არჩევანის გაკეთება, თუ რა შეეძლება თქვენს ტელეფონს, და გამოვიყენოთ ის კრეატიულ სივრცედ საკუთარი ისტორიის საამბობად?

წარმოგიდგენთ პროექტ Ara-ს.

შექმნილია ექსკლუზიურად 6 მილიარდი ადამიანისთვის”

-Google

კომპანია Google-მა დაიწყო მუშაობა მოდულარულ სმარტფონებზე, რაც შთაგონებული იყო Phonebloks-ის მიერ. პროექტის მიზანია, სმარტფონი გახადოს ხელმისაწვდომი და დახვეწილი. მომხმარებელს არ მოუწევს იყიდოს ახალი ტელეფონი მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდეს უკეთესი კამერა ან მეტი მეხსიერება, საჭირო იქნება მხოლოდ მოიხსნას შესაბამისი დეტალი ტელეფონიდან და ჩანაცვლდეს უფრო ახალი მოდელით. ტელეფონის საბაზისო მოდელის ფასად 50 $ არის დაანონსებული. ამ კომპლექტაციაში მომხმარებელი მიიღებს ჩარჩოს, ეკრანს, ელემენტს, Wifi-სა და სუსტ პროცესორს.

გუგლმა უკვე აჩვენა დეველოპერებს, რა არის საჭირო ცვლადი ნაწილების დასამზადებლად. პროექტ Ara-ს საიტზე უკვე ხელმისაწვდომია მოლურალური დეველოპერული ნაკრები შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც მწარმოებლებს სჭირდებათ ნაწილების შექმნის დასაწყებად. “Ara-ს წარმატება დამოკიდებულია მოდულების  მდიდარ, ძლიერსა და მრავალფეროვან ეკოსისტემაზე, რომელიც წამოვა უამრავი დეველოპერისგან”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ექვსი მილიარდი ადამიანისთვის შექმნილი ტელეფონი  შთაგონებული უნდა იყოს რამდენიმე ათასის მიერ მაინც.

-Google

“გაიდლაინებში ნაჩვენებია, როგორ იქმნება ჩვეულებრივი მოდულები, მაგალითად, კამერები”, თუმცა ტექნოლოგიურ გიგანტს არატრადიციული მოდულების ხილვა სურს დეველოპერებისგან. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, აუხსნას გამომგონებლებს, როგორი იქნება Ara-ს ტელეფონები და როგორ განთავსდება მათში მოდულები. ნაჩვენებია სამი სხვადასხვა ზომის ტელეფონის ”ჩონჩხი”, რომწლთა წარმოებაც იგეგმება: მინი, საშუალო და დიდი. უფრო დიდი დელეფონები მეტ მოდულებს იტევენ, თუმცა მოდულების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურ მოდელებში, იმის მიხედვით, თუ როგორ გაანაწილებს Google ე.წ. ხერხემალსა და ნეკნებს. პირველ ეტაპზე ხერხემალს მხოლოდ Google აწარმოებს.

ბუნებრივია, რომ ტელეფონზე ანდროიდის ოპერაციული სისტემა დაყენდება და აპლიკაციები არ იქნება განსხვავებული ტრადიციული ანდროიდის აპებისგან.

შეიქმნება სპეციალური ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ შეარჩიონ და ტელეფონს მოარგონ ახალი მოდულები. საიტი  მიმართული იქნება დეტალების შერჩევის გამარტივებისკენ. Google ამგვარი ტელეფონების გაყიდვას მომავალი წლის პირველი კვარტლიდან გეგმავს.