პირველად 3 წლის განმავლობაში, მომხმარებელს Microsoft-ი და Samsung-ი უფრო მოსწონს, ვიდრე Apple!

Forester Research-ის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, Wall Street Journal იუწყება, რომ Sony-მ, Samsung-მა და Microsoft-მა ამერიკელი მომხმარებლის ყველაზე საყვარელი კომპანიების რეიტინგში Apple-ის გაუსწრეს.
რესპოდენტებს კომპანიების პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვები დაუსვეს:
„რამდენად სასიამოვნო იყო მისი გამოყენება?“
„რამდენად იოლი იყო პროდუქტთან ურთიერთობა?“
„რამდენად ეფექტურად აკმაყოფილებდა იგი თქვენს მოთხოვნებს?“

Forester-მა ეს გამოკითხვა უკვე მესამედ ჩაატარა და, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, პირველად 3 წლის განმავლობაში Apple-მ ლიდერის პოზიცია დაკარგა. ელექტროტექნიკის 17 მწარმოებელს შორის პირველი ადგილი Amazon-მა დაიკავა 91 ქულით „შესანიშნავი სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“. Amazon, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში უდიდესი ინტერნეტ-მაღაზიის მფლობელია, ციფრულ რიდერებსა და პლანშეტებსაც აწარმოებს .

მეორე ადგილზეა Sony 83 ქულით. Microsoft-მა და Samsung-მა კი 82-82 ქულა აიღეს და მესამე ადგილი გაიყვეს. კომპანია Apple 81 ქულით მეოთხე ადგილს დასჯერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის პროდუქციით კმაყოფილ მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. 2013 წლის ნოემბერში Samsung-ის პლანშეტმა Apple iPad-თან შედარებით გაცილიებით მეტი ქულა დააგროვა.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?