2-4 აპრილს სანფრანცისკოში გამართულ Microsoft-ის დეველოპერთა კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ოპერაციული სისტემა Windows-ის შემდეგი ვერსია გამოვა.

ოპერაციული სისტემების ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ტერი მაიერსონმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ვერსია ყველაზე მეტად Windows Desktop-ის მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან შემდეგი ვერსიის ოპერაციულ სისტემაში “ლეგენდარული” START-ღილაკი დაბრუნდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამედროვე Metro-ინტერფეისის პროგრამები ფანჯარაში გაეშვება.

ახალ ვერსიაში შემცირებულია აპარატურული მოთხოვნები და ახლა სისტემას მინიმუმ 1გბ ოპერატიული მეხსიერება ესაჭიროება; თავისუფალი დისკის ზომა კი, რომელიც საჭირო იქნება სისტემისთვის, განისაზღვრა 16გბ-ით.

ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიას მომხმარებლები 8.1-ის განახლებისას მიიღებენ უფასოდ.

წყაროები:
http://www.computerworld.com/
http://www.techspot.com/