კომპიუტერული მიღწევების მიხედვით თამამად შეგვიზლია ვთქვათ, რომ ადამიანის გონებას წარმოუდგენელი რამის შექმნა შეუძლია, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია თუნდაც პირველი “Bionic man”, რომელიც 2013-წლის 5 თებერვალს ლონდონის მეცნიერების მუზეუმში გამოფინეს.

მუზეუმის დირექტორმა ის ასე წარადგინა: “მეცნიერების ნამდვილი პროგრესი“.

ბიონური ადამიანის შექმნის პროექტზე მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და სამ თვეს გრძელდებოდა. რობოტი, სახელად “რექსი”, განსაკუთრებულია იმით, რომ მას აქვს თითქმის ყველა ის ორგანო (ხელოვნური), რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს აქვს: ტვინი, თირკმელი, ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, პანკრეასი და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გული და სისხლის მიმოქცევის სისტემა;  ასევე – ხელოვნური თვალები იმპლანტირებული ბადურის მიკროჩიპით, რომელიც მონაცემებს იღებს სათვალეზე დამონტაჟებული კამერიდან და აგზავნის სიგნალს ტვინში. რობოტის თითქმის ყველა ხელოვნური ორგანო მაღალგანვითარებულია და ძვირადღირებული. ისინი შექმნილია სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში.

https://i0.wp.com/img.allvoices.com/thumbs/event/609/480/101196284-bionic-man.jpg

ხელოვნური ორგანოები შექმნილია შემდეგ დაწესებულებებში:
ყური -Macquarie Uuniversity, Sydney.
თვალები – University of California
გული – Syncardia, Arizona (ბატარეა, რომელიც მას ამუშავებს, 76 000 ევრო ღირს )
ტრაქეა- Royalfree Hospital, London
პანკრეასი-De Montfort University, Leicester
სისხლი – Sheffield University
ელენთა – Yale, Connecticut
თირკმელი – University of California
ხელები და მკლავები – Touch Bionics, Glasgow, and Johns Hopkins Maryland
ფეხები და ტერფები – MIT, Massachusetts

https://i0.wp.com/www.damngeeky.com/wp-content/uploads/2013/10/The-Incredible-Bionic-Man_2.jpg

სწორედ ამიტომ, ეს ტექნიკური საოცრება რობოტექნიკურ კომპანია Shadow-ს ერთი მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.
Bionic man-ის წონა 77 კგ-ია, სიმაღლე – 1.83 მ. სახის მიმიკა არ ეცვლება, კიდურების მოძრაობას კი კომპიუტერული გადამრთველით და Bluetooth-ის უკაბელო კავშირით აკონტროლებს.