რობინიდან ბეტმენობამდე ანუ სმარტვოჩის მომავალი

1940იანი წლების მუტლფილმში „დიკ ტრეისი“, მთავარი პერონაჟი კომუნიკაციისთვის საათში ჩამონტაჟებულ ორხმხრივ რადიო/ტელევიზორ მოწყობილობას იყენებდა. ალბათ ეს იყო სმარტვოჩის პირველი პროტოტიპი, რომელსაც 80-იან წლებში კომპანია Seiko შეეჭიდა. 1982 წელს Pulsar-ი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საათი მხოლოდ 24 სიმბოლოს იტევდა და ბლუთუსსა და ინტერნეტთან წვდომა 10 წლით იყო დაშორებული, ფასი მაინც საკმაოდ სოლიდური ჰქონდა.

smart-microsoft-spotwatch-580-90

ამაყი ბილი

გავიდა დაახლოებით 20 წელი და სმარტვოჩები ისევ აქტუალური გახდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამ პოტენციურ ოქროს საბადოს პირველი მაიკროსოფტი მიუბრუნდა და Smart Personal Object Technology-ს, ანუ S.P.O.T.-ის, წარმოება დაიწყო 2004 წელს. ის იყენებდა FM სიხშირეს, მომხმარებელთა მონაცემების განსაახლებლად დიდ ამერიკულ ქალაქებში. საათები 2004-2008ში გამოდიოდა.

მაიკროსოფტმა კარგი ბაზარი იპოვა, თუმცა არასწორად განახორციელეს. სმარტვოჩების მომავალი FM სიხშირე არ იყო, სამსუნგი ამას მიხვდა და Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენება ცადა. ფაზლის აწყობა მარტივი აღმოჩნდა, საათი უბრალოდ დაუკავშირდებოდა სმარტფონს საიდანაც ექნებოდა წვდომა ინტერნეტთან.

wristtv

იდეა მშვენიერია, თუმცა სამსუნგის ბოლო მოდელის სმარტვოჩიც კი ვერ გახდა საკმარისად პოპულარული. მიუხედავად კარგი კამერისა და ინტერფეისისა, სამსუნგის სმარტვოჩი ისეთივე მეორეხარისხოვანია ტელეფონთან მიმართებაში, როგორც რობინი ბეტმენის გვერდით. ჭკვიანი საათის ფასი უაზროდ მაღალი რჩება.

ბოლო დროს ბევრი ალაპარაკდა ეფლის iWatch-ზე თუმცა ოფიციალური განცხადების გამოქვეყნება კონკურენტმა დაასწრო.

 

“ჩვენი დიდი ნაწილი იშვიათად არის სმარტფონის გარეშე ხელში.  ეს მძლავრი სუპერ კომპიუტერები გვაკავშირებს მსოფლიოს და ხალხს, ვინც ჩვენ გვიყვარს.  მაგრამ ჩვენ მხოლოდ პროცესის დასაწყისში ვართ; ჩვენ ძლივს მოვკაცრეთ ზედაპირი, იმისა თუ რა შეუძლია მობილურ ტექნიკას. სწორედ ამიტომ ძალიან აღვაფრთოვანებს ტარებადი საშუალებები აქსესუარები wearable – მათ ესმით თქვენს გარშემო არსებული მსოფლიოს კონტექსტი, თქვენ შეგიძლიათ იურთიერთოთ მათთან მარტივად და ეფექტურად, მხოლოდ ერთი შეხედვით ან სიტყვით.

Android Wear: ინფორმაცია, რომელიც თქვენთა ერთად მოძრაობს

დრეს ჩვენ ვაცხადებთ Android Wear-ს შესახებ, პროექტს რომელიც აფართოვებს ანდროიდს ტარების- wearable შესაძლებლობამდე.  ჩვენ ვიწყებთ ყველაზე ნაცნობი ტარებადი/სატარებელი საშუალებით/აქსესუარით- საათით. გარდა უბრალოდ დროის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, აპლიკაციების ფართო კატალოგთან ერთად  მთელი რიგი ახალ მოწყობილობები მოგცემთ:

სასარგებლო ინფორმაცია, როდესაც იგი ყველაზე მეტად გჭირდებათ. Android Wear გიჩვენებთ ინფორმაციას და შემოთავაზებებს, მაშინ როდეს თქვენ ეს გჭირდებათ. ანდროიდის მრავალფეროვანი აპლიკაციები ნიშნავს, რომ თქვენი მიიღებთ უახლეს შეტრობინებას და განახლებებს თქვენი გამორჩეული სოციალური აპლიკაციებისგან, ჩატებს თქვენი სასურველი მიმოწერის აპლიკაციებისგან, შეტყობინებეს სავაჭრო, საინფორმაციო და ფოტო აპლიკაციებისგან , და სხვა მრავალი.

სწორი და პირდაპირი პასუხებს დასმულ კითხვებზე. კითვის დასმისთვის მხოლოდ უნდა თქვათ „Ok Google“, მაგალითად რამდენი კალორია არის ავოკადოში, რა დროს არის თქვენი ფრენა, თამაშის ანგარიში. ან იტყვით „Ok Google” რომ დავალება შესრულდეს, როგორც არის ტაქსის გამოძახება, ტექტრური შეტყობინების გაგზავნა, რესტორნის დაჯავშნა ან მაღვიძარას დაყენება.

თქვენი ჯანმრთელობის და ფიტნესის (ვარჯიშის) უკეთესი მონიტორინგს.

შეუდექით Android Wear-ით თქვენ სავარჯიშო მიზნებს შესრულებას შეხსენებებით და ფიტნესის მიმოხილვებით. სირბილის, ველოსიპედის ტარების თუ სიარულის დროს, თქვენი საყვარელი ფიტნეს აპლიკაცია მოგცემთ ზუსტ  და რეალურ ინფორმაციას  სიჩქარის, მანძილის და დროის შესახებ.

იგი არის თქვენი გასაღები მრავალეკრანულ სამყაროში. თქვენი მაჯიდან, Android Wear  სხვა მოწყობილებებთან წვდომას და კონტროლის საშუალებას გაძლევთ. მხოლოდ ამბობთ „ Ok Google“ რომ ჩართოთ მუსიკალური კრებული თქვენს ტელეფონში, ან გადაიტანოთ თქვენი საყვარელი ფილმი თქვენს ტელევიზორში. აქ არსებობს უამრავი შესაძლებლობა, ამიტომ ჩვენ მოუთმენლად ველით,  ვნახოთ თუ რა შექმნეს დეველოპერებმა/ პროგრამისტებმა.”

Google

 

რთულია გუგლს არ დაეთანხმო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიზუალურად ძალიან ლამაზ ინტერფეისს გვთავაზობს (რომელიც google glass-ის ინტერფეისს მოგვაგონებს). Android Wear  კი Motorola, Samsung, LG, და სხვა ფირმის მოწყობილობებზე დაყენდება. მისასალმებელი ფაქტია, რომ galaxy gear-ისგან განსხვავებით, გუგლი მიიჩნევს რომ საათი ლამაზიც უნდა იყოს, ამიტომ წარმოების პროცესში აქტიურად არის ჩართული რამდენიმე „მოდის“ ბრენდი, როგორიცაა Fossil.

სამწუხაროდ ჯერ ცნობილი არ არის, როდის გამოვა გუგლის ჭკვიანი საათები, თუმცა დამატებით ინფორმაციას ივნისის ბოლოს უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, თუ რა აქსესუარის გაჭკვიანებას შეეცდება გუგლი სათვალისა და საათის შემდეგ. მისასალმებელი ფაქტია, რომ galaxy gear-ისგან განსხვავებით, გუგლი მიიჩნევს რომ საათი ლამაზიც უნდა იყოს, ამიტომ წარმოების პროცესში აქტიურად არის ჩართული რამდენიმე „მოდის“ ბრენდი, როგორიცაა Fossil.