ზევსის ნახელავი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. მაგრამ ბერძენ ღმერთს არც ადამიანების მიერ განათებული ქალაქი ჩამოუვარდება სიკაშკაშით.

ექსპედიციამ ეს სურათი 2013 წლის დეკემბერში გადაუღო ახლო აღმოსავლეთის ცას. თუმცა მონაწილეები მხოლოდ ლამაზი სურათების გადასაღებად და ინსტაგრამზე ლაიქების მოსაგროვებლად არ გამგზავრებულან. მათი მისია გაცილებით უფრო საინტერესოა: ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, წარმოქმნის თუ არა ზოგი სახეობის ჭექა-ქუხილი ზემაღალი ენერგიის ელვას, რომელსაც სახმელეთო გამა-გამოსხივების მქონე ელვას უწოდებენ. გამა-გამოსხივებას ძირითადად ბირთვულ, მზის აფეთქებებსა და სუპერნოვებს უკავშირებენ, თუმცა მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ისინი ყოველდღიურად დაახლოებით 500ჯერ ფიქსირდებიან დედამიწის ატმოსფეროში.

გამა-გამოსხივების კვლევა 2013 წელს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ნასას სადგური შესამაბისი ტექნოლოგიით აღიჭურვა.

პ.ს.

ჯერ-ჯერობით გამა-გამოსხივების შედეგად არც ერთი ჰალკი არ გაჩენილა.