jpმიუხედავად ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებისა, ვერც „ეფლმა“ და ვერც „გუგლმა“ ჯერ ვერ შეძლეს დაწეოდნენ ზოგ ტექნოლოგიას, რომელსაც უკვე 50 წელია ეკრანებზე ვხედავთ, მაგალითად: დოქტორ ჰუს ბგერითი სახრახნი და სტარ ტრეკის ტელეპორტერი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მაყურებლისთვის ყველაზე სასურველი სხვა არარსებული ტექნოლოგიაა.

ბრიტანულმა გადაცემა the gadget show live-მა  ჩაატარა გამოკითხვა ფანებს შორის, რათა დაედგინა თუ რომელია საუკეთესო ხელსაწყო, რომელიც ჯერ არ გამოუგონიათ.

ჰარი პოტერის უჩინმაჩინის მოსასხამი, ნეირალიზატორი და ჯეიმს ბონდის მაგნიტური როლექსი (რომელსაც ის ქალის გასახდელად იყენებს) მხოლოდ საპატიო ოცეულში მოხვდნენ.

პირველი ადგილი არავის დაუთმო დელორენის ლეგენდარულმა დროის მანქანამ, რომელიც დოკ ბრაუნმა გამოიგონა ფილმში „უკან მომვალში“. ეს მანქანა, სულ ცოტა ხნის წინა 541,000$ად გაიყიდა.

back-to-the-future-part-iii-original

„ხელსაწყოები გართობის სამყაროდან გვაცინებენ, შთაგვაგონებენ და რთავენ ჩვენს ფანტაზიას, რათა გადავინაცვლოთ სხვა ცხოვრებებსა და სამყაროებში“- ამბობს the gadget show-ს დირექტორი სალი ბენდტი.

 

ტოპ ოცეული  კი ასე გამოიყურება:

  1. დელორენი (უკან მომავალში I, II, III)
  2. ხმოვანი სახრახნისი (დოქტორი ჰუ)
  3. ტელეპორტერი (სტარ ტრეკი)
  4. უჩინმაჩინის მოსასხამი (ჰარი პოტერი)
  5. სინათლის ხმალი (ვარსკვალავური ომები)
  6. ჰოვერბორდი (უკან მომავალში II, III)
  7. ნეირალიზატორი (მამაკაცები შავებში)
  8. ჯარვისი (რკინის კაცი)
  9. რეპლიკატორი (სტარ ტრეკი)
  10. მარადიორების რუკა (ჰარი პოტერი)
  11. ძილის მანქანა (inception)
  12. რეაქტიული ზურგჩანთა ტყვიამფრქვევებით (Kick Ass)
  13. უნივერსალური პულტი (კლიკი)
  14. მაგნიტური როლექსი (ჯეიმს ბონდი)
  15. დროს სატრიალა (ჰარი პოტერი)
  16. ცუილის თოფი (საზიზღარი მე) (fartgun)
  17. მინის ლიფტი (ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა)
  18. ტუჩსაცხი ელექტროშოკი (საზიზღარი მე)
  19. პროტონის თოფი (მოჩნენებებზე მონადირეები)
  20. გაჯეტ ხელები (ინსპექტორი გაჯეტი)