ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დრონების თემა. ამაზონმა გამოაცხადა, რომ ამანათებს დრონების საშუალებით მიაწვდის მომხმარებელს, რასაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოყვა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დრონებს დიდი მომავალი აქვთ და ამას ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიც ცხადყოფს. მაშ ასე, დრონების მარტი:

ფანტომი ვულკანის თავზე:
შონ ო’კალაჰანმა თავისი Phantom DJI-ით ვანუატუს ერთ-ერთი ვულკანის ამოფრქვევა დააფიქსირა. „საოცარია, მაგრამ გადაღებისას ერთი ფანტომიც კი არ დაშავებულა“, – ამბობს ო’კალაჰანი.

ვეშაპები კალიფორნიაში:
ნაცრისფერი ვეშაპების მიგრაციის შეუდარებელი კადრები დააფიქსირა კაპიტანმა დეივ ანდერსონმა თავის Phantom DJI-ზე დამაგრებული GoPro-თი კალიფორნიის პატარა ქალაქ დანა ფოინთთან.

კონტრაბანდა და თანამედროვე ტექნოლოგია:
ავსტრალიელმა სამართალდამცავებმა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ორი პირი, რომელთაც ნარკოტიკი ინოვაციური ტექნოლოგიით გადაჰქონდათ. უფრო კონკრეტულად, დაკავებულებს აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალებების შეკვრა და დრონი. გაირკვა, რომ დაკავებულებს სწორედ დრონის საშუალებით შეჰქონდათ ციხეში ნარკოტიკი. სხვათა შორის, ეს არ არის კონტრაბანდისტების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პირველი შემთხვევა: ”პროგრესულად მოაზროვნე” ნარკოდილერებმა უკვე გამოსცადეს ორი ქვეყნის საზღვარზე კატაპულტით დაფასოებული ნარკოტიკის გადატყორცნა და საკანალიზაციო გვირაბში პატარა წყალქვეშა ნავით ნარკოტიკის გადაზიდვა.

ჩრდ. კორეული დრონი და ამერიკული MQM-107 Streaker

ჩრდ. კორეული დრონი და ამერიკული MQM-107 Streaker

ჩრდილოეთ კორეა ცდილობს დრო(ნ)ს არ ჩამორჩეს:
თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიშში საინტერესო სიახლეს ვაწყდებით: ჩრდილოეთ კორეამ შექმნა ამერიკული დრონის ანალოგი. როგორც ჩრდილოკორეული პრესა აცხადებს, უპილოტო საფრენი აპარატი ზუსტად არჩევს სამიზნეს და ანადგურებს მას. სინამდვილეში კი ჩრდილოეთ კორეამ მოახდინა MQM-107 Streaker-ის კოპირება, რომელსაც ამერიკელი პილოტები და ანტისაჰაერო ძალები სამიზნედ იყენებენ.

მფრინავი WiFi:

ნიუ-მექსიკოში რეგისტრირებული Titan Aerospace-ის Solara ძალიან საინტერესო დრონია: ის დაფარულია მზის ელემენტებით, ფრინდება ღრუბლებზე მაღლა და რჩება იქ უკვე 5 წელია. სოციალური ქსელების ლიდერმა, ფეისბუქმა, გადაწყვიტა, მოლაპარაკებები აწარმოოს Titan Aerospace-თან და სოლარას შესაძლებლოებები „ატმოსფერულ სატელიტად გამოიყენოს. სოლარას დრონები შეიძლება უსადენო ინტერნეტგადამცემებად იქცეს იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი მიუწვდომელია.