ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად სათამაშო ინდუსტრიაშიც საკმაოდ სწრაფად იცვლება ყველაფერი. გამოდის უამრავი საინტერესო და არც თუ ისე საინტერესო სათამაშო მოწყობილობები, ყველაფერი ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება და ერთი წლის წინ სენსაციურად მიჩნეული გაჯეტები დღეს უკვე აღარავის ახსოვს. მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია მაგრამ მოწყობილობა რის განხილვასაც ამ თემაში ვაპირებ ნამდვილად იწვევს მომავალზე დაფიქრების სურვილს. მის შესახებ ალბათ ბევრს უკვე გსმენიათ, მაგრამ გეიმერულ წრეებში მისადმი სერიოზული დამოკიდებულება არც თუ ისე დიდიხანია რაც გაჩნდა, ამიტომ მოდით დეტალურად განვიხილოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი რაც Oculus Rift-ის გარშემო ხდება.

Oculus-Rift-1

რას წარმოადგენს ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Rift?

Oculus Rift წარმოადგენს ვირტუალურ-რეალურ თავზე გასაკეთებელ მოწყობილობას (virtual reality head-mounted display.) რომელმაც 2012 წელს დაფინანსება მოიპოვა Kickstarter-ის დახმარებით, რის შედეგადაც დიდი გამოძახილი პოვა ინდუსტრიაში. სათვალე შექმნილია შეერთებული შტატების სამხედრო ინჟინერის პალმერ ლაკის (Palmer Luckey) და id Software-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და Doom-ის შემქმნელი, ჯონ კარმაკის (John Carmack) მიერ, რომელიც დღეს პროექტის მთავარი ტექნოლოგიური უფროსია (CTO).

ჯონ კარმაკის ინტერვიუ E3 2012-დან. ამ ანონსის შემდეგ, სადაც ჯონ კარმაკმა Oculus Rift–ზე ოპტიმიზირებული Doom 3 BFG Edition წარადგინა, Kickstarter-ზე დაფინანსების გვერდი გაიხსნა, სადაც პროექტისათვის აუცილებელი 250 000$ 36 საათზე ნაკლ-ებ დროში დაიფარა და საბოლოო ჯამში 2,437,429$ მოიპოვა.

შექმნის ისტორია

პალმერ ლაკი, სამხედრო კვლევით ლაბორატორიაში ICT MxR ინჟინრად მუშაობდა და ამერიკის არმიის მოთხოვნების თანახმად ახალი ვირტიალური რეალობის სათვალეების პროექტირებით იყო დაკავებული. მაგრამ პალმერს სათვალის სამხედრო გამოყენების მიუხედავათ მოცემულ ტექნოლოგიის მიმართ სხვა სახის ინტერესებიც გააჩნდა: იგი ვირტუალური რეალობის სხვადასხვა სათვალეებს კოლექციონერობის გარდა MTBS ფორუმის მოდერატორიც იყო (ვირტუალური რეალობის ყველაზე პოპულარული ფორუმი). ზუსტად MTBS-ის ფორუმზე ახსნა პალმერმა პირველად ვირტუალური რეალობის სათვალის შექმნის თავისი იდეა – უზარმაზარი ხედვის კუთხე, თავის მოძრაობის დაფიქსირების გაზრდილი რეაქცია და ხელმისაწვდომი ფასი მოცემული ტექნოლოგისს მთავარ მიღწევებად იქცა. ამასობაში გაირკვა, რომ მოცემულ ფორუმზე ჯონ კარმაკიც არ იყო იშვიათი სტუმარი. იგი პალმერს დაუკავშირდა და Oculus Rift-ის ერთერთი ადრეული პროტოტიპი მოსინჯა. ტექნოლოგიაში უზარმაზარი პოტენციალის დანახვის შემდეგ იგი ყოველ მხრივ მხარს უჭერს დეველოპმენტს.

სპეციფიკაციები:

  • ტიპი — თავზე გასაკეთებელი მოწყობილობა (Head-mounted display)
  • შექმნის თარიღი — 2012
  • დამაარსებელი — პალმერ ლაქი (Palmer Luckey)
  • მწარმოებელი — Oculus VR, Inc.
  • გაფართოება — დეველოპერის კიტი: 1280×800 (640×800 თითო თვალისთვის), სამომხმარებლო ვერსია: ≥1920×1080
  • ჰორიზონტალური ხედვის არე (FOV) — დეველოპერის კიტი: > 90°, სამომხმარებლო ვერსია: დაანონსდება
  • დიაგონალური ხედვის არე (FOV) — დეველოპერის კიტი: > 110°, სამომხმარებლო ვერსია: დაანონსდება
  • პლათფორმა — Windows, Linux და OS X (შეიძლება მიიღოს ასევე ახალი თაობის კონსოლების მხარდაჭერა)
  • დაკავშირება — დეველოპერის კიტი: DVI/HDMI და USB, სამომხმარებლო ვერსია: დაანონსდება
  • ფასი — დეველოპერის კიტი: 300$, სამომხმარებლო ვერსია: უცნობია (ჭორი – 300$-ზე ნაკლები)
  • ვებსაიტი — ოფიციალური, დეველოპერის ფორუმი, reddit@r/oculus
  • თამაშების სია, რომლებიც Oculus Rift-ს უჭერენ მხარს — Wikipedia

რატომ არის Oculus Rift ესეთი „უნიკალური“

  • კონცეფციის შექმნაზე დაწყებული სამუშოებიდან ერთ თვეში სათვალემ Kickstarter წინასწარი შეკვეთებით 2.5 დოლარი მოაგროვა
  • Oculus Rift — სრული 3D სათვალე, ანუ მისი გამოსახულება სრულიად გადმოსცემს ობიექტების მოცულობას
  • 3D გადმოცემის სისტემა side-by-side აუმჯობესებს 3D ეფექტს
  • Oculus Rift თქვენი თავის მოძრაობაზე რეაგირებს (სამხედრო პილოტების მსგავსად)
  • ყველაზე დიდი ხედვის კუთხე
  • თავის მოძრაობების გამომთვლელის სიხშირე 1000 ჯერ წამში
  • უკვე არსებული პროტოტიპი რომელიც ნაჩვენები იქნა CES 2013 და E3 2012 გამოფენებზე. პროტოტიპს ორივე გამოფენაზე ჯილდოები გადაეცა.
  • 3D თამაშების წამყვანი მწარმოებლები უკვე ამზადებენ თავიანთ პროექტებს Oculus Rift-ისთვის.
  • მოწყობილობას უკვე აქვს ისეთი თამაშების მხარდაჭერა როგორებიცაა DOOM 4, Half-Life 2, Team Fortress 2, HAWKEN, MINECRAFT, DOOM 3: BFG Edition, iRacing.com, Star Citizen, Strike Suit Zero.
  • Virtuix Omni + Oculus Rift + Kinect = virtual reality games
  • კომპანიამ გამოიყენა Virtuix–ის უნივერსალური მიმართულების სარბენი ბილიკის Oculus Rift-ისა და Kinect(მოძრაობის კონტროლერი)-ის კომპინაცია რომ შეექმნა საკუთარი ვირტუალური რეალობის სათამაშო სისტემა. ამ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ ის მოქმედებაში.

Oculus-Rift-2

შემქმნელები გეგმავენ რომ ბაზარზე წარადგინონ საკუთარი სენსორი Kinect–ის ნაცვლად, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ის გეიმერთა უმრავლესობისათვის. ( link იხილეთ დეტალურად)

დეველოპმენტის მიმდინარე ეტაპი:

დღეისთვის Oculus Rift ჯერ არ გამოსულა მასიურ ბაზარზე. სათვალის ღია გაყიდვაში გამოსვლა სავარაუდოთ 2013 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. გაყიდვაში გამოვიდა Oculus Rift Development Kit. მას ბოლო ვერსიასთან შედარებით ნაკლები სიძლიერის მონაცემებით აქვს წარმოდგენილი, მაგრამ მოცემული პროტოტიპი ბაზარზე ამ მომენტისთვის არსებულ ყველა მის კონკურეტზე ძლიერა. მისი სურათები:

Oculus-Rift-3

Oculus-Rift-4

Oculus-Rift-5

Oculus-Rift-6

Oculus-Rift-7