კოდაკის ჭკვიანი ლინზა ცდილობს მიიღოს სონის გამოწვევა

როცა სონიმ წარმოადგინა თავისი არაჩვეულებრივი QX ლინზის ფორმის კამერა გასულ წელს, ის ძალიან უცნაური და ძალიან განსხვავებული ჩანადა ყველა დანარჩენთან შედარებით, რაც იყო შემოთავაზებული. მაგრამ ახლა უკვე სხვა ფირმებიც ჩაებნენ ამ პროცესში, მათ შორის JK Imaging, რომელმაც სულ ახლახანს წარმოადგინა კოდაკის ბრენდის ჭკვაინი ობიეტქივ კამერა, რომელსაც გააჩნია 10x and 25x ოპტიკური ზუმი.

Lense_1

კოდაკის PixPro SL10 and SL25 ძალიან გავს სონის QX ობიექტივ კამერას. იქიდან გამომდინარე რომ ეს არის ობიქტივი-კამერა მას შეუძლია სურათების გადაღებაც და შენახვაც. ისევე როგორც სონი, ესენიც შექმნილია ისე რომ გამოყენებადი იყოს სმარტფონებზე, რომელიც მონიტორის ფუნქციას შეასრულებს. ასევე მას გააჩნია უკაბელო ფუნქციები, ასე რომ შესაძლებელია შემდეგ ამ ობიქტივ-კამერიდან სურათები გადაიწეროს ტელეფონში დარედაქტირების ან გაზიარების მიზნით.

SL10 ექნება F3.2-F5.6 10x ოპტიკური ზუმი. მას ასვე ექნება ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის უნარი. შეძლებს ჩაიწეროს სრული HD 1080p ვიდეო და შეინახოს ის მიკრო SD კარტაზე.

ჭკვიან ობიექტივ კამერას აქვს გადასაკრავი დამჭერი რომელიც ეხვევა სმარტფონს და მაგრდება მასზე. ეს მას ძალიან ამსგავსებს ტრადიციულ კამერას. მათ ასევე ჩაშენებული აქვთ ძილის რეჟიმი, ასე რომ ეს მათ უფრო მოქნილს ხდის გამოსაყენებლად. უფასო თანამგზავრი აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ანდროიდისთვის ასევე iOS_სთვის.

კოდაკის PixPro SL10 200 ამერიკული დოლარი ეღირება ხოლო კოდაკ PixPro SL25 300$.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?