ყველაზე თხელი და დრეკადი მიკროსქემები

შვეიცარიის მაღალი ტექნოლოგიების სკოლის სამეცნიერო მუშაკებმა ციურიხიდან, შექმნეს იმდენად თხელი გამჭირვალე ელექტრონული მიკროსქემა, რომ მისი მოთავსება შეგვიძლია ლინზებზეც კი, ან უბრალოდ თმის ღერის გარშემო შემოვახვიოთ.

ეს ტექნოლოგია, რომელიც შეიქმნა დოქტორ ჯოვანი სალვატორეს მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამედიცინო დანადგარებში და ამ ტექნოლოგიის ყველაზე პერსპექტიული გამოყენება იქნება „ჭკვიანი“ კონტაქტური ლინზების შექმნა, რომლებსაც შეეძლებათ თვალის წნევის კონტროლირება გლაუკომით დაავადებულ ადამიანებში. 

ამ მიკროსქემების შექმნისას გამოიყენებოდა ფენების განთავსების ტექნოლოგია, რომელიც მოხდა ელექტროსხივური ორთქლის, ატომური ფენების ღრუბლის და გარსის შექმნის საშუალებით, ეს ყველაფერი კი ცენტრიფუგირების და რადიოსიხშირული გაფრქვევის მეთოდებით მიიღწა. მიკროსქემის სტრუქტურა იქმნება ულტრაიისფერი ლითოგრაფიით და გრავირებით. თვითონ სქემა იქმნება პოლილენის ნივთიერებაზე, რომელიც არის იზოლაციური ტიპის.

 „პოლინენი არის ყველაზე შესაბამისი ნივთიერება ამ მიკროსქემებისათვის, რადგან მას შეუძლია გაუძლოს საკმაოდ დიდ ტემპერატურებს ( ჩვენს ცდებში ისინი აღწევენ 150 გრადუსს ცელსიუსით ), ასევე ისინი არ შედიან რეაქციაში  ქიმიურ რეაქტივებთან და გამხსნელებთან, რომლებიც აუცილებელნი არიან მსგავსი მიკროსქემების წარმოებისას“, – ამბობს ნიკო მანზენრიდერი, ერთ-ერთი ავტორი ამ გამოგონებისა.

image00

„უფრო მეტიც, ის გამჭირვალეა და გვევლინება ბიოშესაბამის ნივთიერებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ შემთხვევებში, როგორიცაა „ჭკვიანი“ კონტაქტური ლინზების გამოყენება, რასაც თან ახლავს ის ფაქტიც, რომ ის ძალიან დრეკადია”.

 image04

მეცნიერები მუშაობენ მონახონ გზები უკაბელო ენერგიის წყაროს შექმნასთან დაკავშირებით <<ჭკვიანი ლინზებისათვის>>. ამ ენერგიის წყარო შეიძლება გახდეს, მაგალითად, მაგნიტური ველი. ამას გარდა, განხილვის პროცესშია პოლინენის ზედაპირი მზისა და კინეტიკური ენერიის შეგროვებისათვის.

image03

მანზენრიდერის აზრით, გარდა „ჭკვიანი კონტაქტური ლინზებისა“ , ამ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება “ჭკვიანი” სპორტული ინვენტარისათვის, ასევე საავადმყოფოებში, სადაც საჭიროა პაციენტების ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგი,  ტემპერატურის გასინჯვა და სხვა. მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიის კომერციული შესაძლებლობებით გამოყენებისათვის მინიმუმ 5 წელია საჭირო.

“ამჟამად ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ენერგიის წყაროს პოვნა დრეკადი და გამჭირვალე მიკროსქემებისათვის” – ამბობს მანზეინრიდერი.

 image02

“ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ უფრო რთული  მიკროსქემებისა და სენსორების შექმნაზე, ტენიანობის სენსორის, ასევე აირის კონცენტრაციის და სხვა. ამასთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ ამ ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა სახის მოწყობილობებში. სავსებით შესაძლებელია, რომ ერთხელაც, ამ მიკროსქემების საშუალებით, შეიქმნება ხელოვნური კანი რობოტებისათვის ან ხელოვნური პროტეზები”

ავტორი: გიორგი ნარიმანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?