2013 წლის 14 დეკემბერს, დილის 8 საათსა და 11 წუთზე. ჩინეთმა დასვა მთვარის ზედაპირზე, თავისი პირველი რობოტმზიდი.  ამით ჩინეთი გახდა რიგით მესამე ქვეყანა, რომელმაც წარმატებით განათავსა, მთვარის ზედაპირზე უნიკალური მთვარემავალი რობოტი „Yutu“.

სახელი „Yutu“ ღია კონკურსის შედეგად იყო შერჩელული და ის ითარგმება როგორც (ნეფრიტის კურდღელი ).

ნეფრიტის კურდღლის მოგზაურობა დაიწყო 2013 წლის 2 დეკემბერს, როდესაც  ქალაქ ბეიჯინგიდან სტარტი აიღო კოსმოსურმა ხომადმა „Chang’e 3“.

კოსმოსური ხომალდის 2 კვირიანი მოგზაურობის შემდეგ , მთვარემავალი რობოტი მიუახლოვდა მთვარის ორბიტას. ამის შემდეგ კურდღელმა მალევე დატოვა კოსმოსური ხომალდი და გაემგზავრა მთვარის ზედაპირისკენ.

კურდღლის 3 თვიანი მოგზაურობა დაიწყო მთვარის ერთ-ერთი კრატერზე დაშვებით, რომლის სახელია ცისარტყელის ყურე.

„Yutu“-ს მთავარი მისიაა მოიპოვოს რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მთვარის ზედაპირის შესახებ, ამისთვის კურღელი აღჭურვეს უამრავი სხვადასხვა ტიპის კამერებით. „Yutu“-ს შეუძლია გადაიღოს, როგორც პანორამული, ასევე ინფრაწითელი და რენტგენის სურათებიც. იმისთვის რომ კურდღელი არ დაიკარგოს ის აღჭურვეს ყველაზე თანამედროვე ნავიგაციური სისტემებით, მის ენერგიას კი უზრუნველყოფს მზის ბატარეები.

ნეფრიტის კურდღლის მისია წარმოადგენს მთვარის დიდი კვლევითი პროგრამის  მეორე ეტაპს. პროგრამის შემდეგი მისია დაგეგმილია 2020 წელს , რომელიც მიზნად ისახავს მთვარის ზედაპირიდან დედამიწაზე სხვადასხვა ნიმუშების ჩამოტანას.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?