პირველი ხელოვნური გული

2013 წლის 20 დეკემბერს, უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა პარიზში.
საფრანგეთის ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ „Carmat” დღის სინათლეზე გამოიტანა პირველი ხელოვნური გული, რომელიც 5 წლის განმავლობაში ასრულებს სასიცოცხლო ფუნქციას, მაშინ როდესაც “Carmat”ის კონკურენტი ამერიკული ფირმის „SynCardia”-ს მიერ დამზადებული ხელოვნური გული, 4 წელზე ნაკლებ დროს ფუნქციონირებს და კუნთოვანი ქსოვილები, რომლებიც სისხლის მიმოცვლას არეგულირებენ, დამზადებული ხელოვნური ქსოვილისგან, რაც სისხლის შედედების გამომწვევი რისკ-ფაქტორია. “Carmat”-მა იმპლანტანტი გულის კუნთოვანი ქსოვილები, მთლიანად ხარის ქსოვილისგან შექმნა, რაც სისხლის მიმოცვლას ბიოლოგიურ გულზე სამჯერ ჩქარა არეგულირებს და რისკის შემცველობაც, სისხლის შედედებასთან დაკავშირებით, ბევრად დაბალია.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ამ შემთხვევას უწოდა „სამყაროს მიერ გავლებული ზღვარი, ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცეში“.
“Carmat”-ის იმპლანტანტი გულის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა 20 დეკემბერს, ოთხშაბათს ჯორჯ პოპიდიუს სახელობის ჰოსპიტალში. პაციენტი იყო მამრობითი სქესის. როგორც აცხადებენ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაცენტმა უკვე შეძლო კონტაქტში შესვლა ექიმებთან და ოჯახის წევრებთან.
„ჩვენ მოხიბლულები ვართ, ამ უნიკალური შემთხვევით, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, გული მხოლოდდამხოლოდ გადანერგილია და ჯერ-ჯერობით ოპერაციის შემდგომ სტადიაში ვიმყოფებით“ – მარჩელო კონვიტი (“Carmat”-ის დირექტორი)
გულის გადანერგვის ოპერაციები უკვე რამდენიმე ათეული წელია ტარდება, თუმცდა ათასობით პაციენტი იღუპება წლის განმავლობაში, დონორის ლოდინში.
„Carmat”-ის ხელოვნური გული შეიქმნა იმისთვის, რომ შეცვალოს ბიოლოგიური გული. ის ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც „ბუნებრივი“, ჯანმრთელი ადამიანის გული.
„ეს არის შანსი, რომ პაციენტები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები მედიკამენტურ საშუალებებზე“, განაცხადა “Carmat”-ის თანადამფუძნებელმა, ქირურგმა ალან კარპენტერმა. ისინი ვარაუდობენ, რომ დაახლ. 100 000 პაციენტი გამოთქვამს სურვილს მათ პროდუქციაზე ევროპიდან და ამერიკიდან და მხოლოდ ადამიანების ამ რაოდენობით, ისინი განსაზღვრავენ საბაზრო მოგებას, 16 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს. 2013 წლის სექმტემბერში, მათ უკვე მიიღეს ნებართვა, ექსპერიმენტის სახით გადაუნერგონ გულის იმპლანტანტი ოთხ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს. ესენია: ბელგია, პოლონეთი, სლოვაკეთი და საუდის არაბეთი.
ერთადერთი „პრობლემა“ რაც „Carmat”-ის იმპლანტანტებს აქვთ, არის ის რომ მათი ზომა გათვლილია უფრო მეტად მამაკაცებზე, რადგან როგორც აცხადებენ, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან გულის პრობლემებით, ვიდრე – ქალები. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მალე დაიწყებენ მცირე ზომის იმპლანტანტების დამზადებას, რომლებიც მორგებული იქნება ქალების სხეულის ზომაზე და ასევე ჩინელ და ინდოელ პაციენტებზე.

წყაროები:

http://www.reuters.com/article/2013/12/20/carmat-implant-idUSL6N0JZ3SF20131220
http://www.grindd.com/blog/2013/05/lifestyle-like-follow-the-latest-artificial-heart-part-cow-part-machine/
http://venturebeat.com/2013/12/21/carmats-groundbreaking-five-year-artificial-heart-gets-its-first-patient-in-france/

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?